Cadena Ser: კლუბები გაქრება, "ბარსასა" და "რეალს" უდიდესი ზარალი ექნებათ

AutoSharing Option
Cadena Ser-ის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, რომელმაც საფეხბურთო სეზონი შეჩერებამდე მიიყვანა და შეხვედრები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" 300-400 მილიონი ევროს ფარგლებში ზარალს ნახავენ.

ესპანეთის ლა ლიგის სტატისტიკის მიხედვით, დეკემბრისთვის "ბლაუგრანა" და "ბლანკოსი" 50 მილიონ ევროზე მეტს მარტო ბილეთების ვერგაყიდვით დაკარგავენ.

თუ მიმდინარე გადაწყვეტილება არ შეიცვლება და მთელი მომდევნო სეზონი გულშემატკივრების გარეშე ჩაივლის, ესპანური ფეხბურთის ზარალი 1,6 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. 300 მილიონ ევროს კი კლუბები სპონსორებთან ვალდებულებების ვერშესრულების გამო დაკარგავენ.

წყაროს ცნობით, სცენარის ცუდად განვითარების შემთხვევაში, კლუბების გარკვეული
ოდენობა არსებობას შეწყვეტს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ დაიღალეთ სხვისი ფულის თვლით? თქვენი რა საქმეა რამდენი აქვს ხელფასი მესის რონალდოს ან სხვა დანარჩენს? ეკუთვნით და ააქვთ! ტყუილად არავინ არაფერს მოგცემს. აბა თქვენ გქონდეთ მაგათი ხელფასები მაინტერესებს ისევ ესე თუ ილაპარაკებდით
s s
28 აპრილი 2020 21:45
3
მსოფლიო კრიზისი სტანდარტების ამაღლებას გამოიწვევს, რაც ქართველ ლეგიონერ ფეხბურთელებზე მოთხოვნას საგრძნობლად შეამცირებს.
გონიერმა სპორტსმენმა საყოველთაო იზოლაციის პერიოდი სასურველია ახალი ცოდნის მისაღებად და თვითშემეცნების გასაღრმავებლად გამოიყენოს, რათა გახდეს საუკეთესო.
gujakakhadze
28 აპრილი 2020 19:29
1
ჩვენ ეს არ გვემუქრება ჯერ მაყურებელიც არ გვყავდა და მერე ვინც გვყავდა ფულს არავინ იხდიდა.DDDDDDDDD
hhh
28 აპრილი 2020 17:50
0
ამ საიტზე ერთხელ დავწერე,რომ ჩემი აზრით პანდემიის დროს, როდესაც ყველა ჩემპიონატი გაჩერებულია ფეხბურთელები, რომლებიც მილიონებს იღებენ ამ პერიოდში ხელფასი საერთოდ არ უნდა გადაუხადონ. არ ვიცი რატომ მაგრამ “დისლაიქებით” ამავსეს. ეხლა ხშირად ვუყურებ 90 იანების ბოლო და ორიათასინების დასაწყისის მატჩების მიმოხილვებს და მგონი, რომ მაშინ სანახაობაც და ტემპიც უკეტესი იყო. ამხელა განსხვავებაც არ იყო გუნდებს შორის და თამაშები უფრო დაძაბულად მიმდინარეობდა. მაშინ ფეხბურთელები ასეულობით მილიარდი არ ღირდა და ათეულობით მილიონიანი ხელფასი არ ქონდა, მაგრამ მაინვ ბოლომდე იხარჯებოდა და არანაკლებად იყო მოტივირებუკი. ახლა, როდესაც ტიპებს ამხელა ხელფასი აქვთ მგონი რთულია მათი მოტივირება. ბეილის მაგალითიც გამოდგება.
H
28 აპრილი 2020 17:17
0
გეთანხმები...ეხლა იმხელა ხელფასები აქვთ მთელი ცხოვრება ვერ დახარჯავენ. კრუიფზე ვკითხულობდი, ტყავში გაძვრა რამდენიმე ლიმონი რომ ეშოვნა
papa
28 აპრილი 2020 19:18
0
ფეხბურთი ყველას გვიყვარს, მარა არ ამ ფასად. ასეთ გიჟურ ფასებს ფეხბურთელებში ერთმანეთის ჯობნას ეძახიან. იქნებ ის დრო ჯობდა როდესაც 2-3 უცხო ფეხბურთელი იყო დაშვებული? ფაქტია რაღაც შეზღუდვები აუვცილებელია ფეხბურთში.
G.LA
28 აპრილი 2020 12:34
0
ისე ძალიან გადაიბიზნესეს. საცოდაობაა ამდენი დაავადებული ბავშვია და ამათ სანახაობის გამო ამხელა ხელფასები აქვთ. ლიმიტირება თუ არ მოხდა ფინანსების აცდენილია ყველაფერი რეალობას.
David
28 აპრილი 2020 12:09
0

სიახლეები პოპულარული