"ატლეტიკოს" ფეხბურთელს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია ტოტალიზატორული მაქინაციების გამო ემუქრება

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების მცველს კირან ტრიპიერს ბრალი ფსონების განთავსება-მაქინაციაში ედება. არაკანონიერი ქმედებებისთვის 29 წლის ფეხბურთელს 1 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ინგლისის საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაცია ფეხბურთელს აბრალებს, რომ ის გარეულია თავის ტრანსფერზე ფსონის განთავსებაში. შეგახსენებთ, ფეხბურთელი 2019 წელს "ტოტენჰემიდან" "ატლეტიკოში" 21.7 მილიონ ევორდ გადავიდა. თავად ფეხბურთელი ყველანაირ ბრალდებას უარჰყოფს.

ადრე მსგავსი დარღვევა აღმოაჩნდა დანიელ სტარიჯს, როცა მისმა ძმამ სტარიჯის "სევილიაში" გადასვლაზე დადო ფსონი. მაშინ დანიელს 4 თვიანი დისკვალიფიკაცია და 150 ათასი ფუნტი დაეკისრა ჯარიმის სახით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული