როსელი: ეს შეთქმულება იყო, როგორც კატალონიელის და "ბარსელონას" პრეზიდენტის მიმართ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა La Sexta-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებას ჰქონდა ადგილი.

"ჩემი საქმე სასამართლო შეცდომა კი არა, შეთქმულება იყო, მაგრამ ამან კატალონიის სიტუაციაზე იმოქმედა. თითქოს, რადგან კატალონიელი ხარ, აუცილებლად დამნაშავე უნდა იყო.

ხანდახან ვფიქრობდი, რომ ამ საქმისთვის არ უნდა მომეკიდა ხელი. ვიდრე პრეზიდენტი გავხდებოდი, ჩემ წინააღმდეგ არავითარი საქმე არ აღუძრავთ. ამის შემდეგ კი 72 საქმე აღძრეს.

რამდენადაც მახსოვს, როდესაც ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი, "ბარსას" არც ერთი ფეხბურთელი ჩემს ოჯახს არ დაკავშირებია. ასეთია პროფესიონალური სპორტის სამყარო. ფეხბურთელები
თავიანთ ვიწრო სამყაროში იმყოფებიან. თუ საქმე ბურთს არ ეხება, ისინი ყურადღებას არაფერს აქცევენ.

ნეიმარის ტრანსფერის გამო ბევრი მტერი შევიძინე. შესაძლოა, სიტყვა "მტერი" ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა იქ ძალიან სერიოზული მეტოქეობა იყო. იმ საქმის გამო ჩემი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს. მე არაფრის მეშინია", - განაცხადა როსელმა.

როსელი 2017 წლის მაისში ფულის გათეთრების ბრალდებით დააპატიმრეს. 2019 წლის თებერვალში გაამართლეს და გაათავისუფლეს. მან პატიმრობაში 643 დღე გაატარა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული