კოლუმბიელი ჟურნალისტი: ხამესი გაფუჭებული ბიჭია, ფეხბურთელი აღარაა

AutoSharing Option
კოლუმბიელმა ჟურნალისტმა ივან მეხიამ "რეალის" ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გააკრიტიკა.

"ხამესი გაფუჭებული ბიჭია, ფეხბურთელობა არ მოსწონს და არ უნდა წარმატებული იყოს. სამწუხაროდ, ეგონა "რეალში" პირველი მოთამაშე იქნებოდა, მაგრამ მაშინ გუნდში რონალდო იყო. ის ფეხბურთელი აღარ არის.

როდრიგესი არასოდეს არ გახლდათ პროფესიონალი, რადგან თვლიდა, რომ გუნდი მას ეკუთვნის. "რეალში" რაფაელ ბენიტესთან ჰქონდა კონფლიქტი, "მონაკოში" კლაუდიო რანიერისთან. არავინ არ მოსწონს.

ყველაფერი მისი ბრალია, ნუ ადანაშაულებთ მწვრთნელებს. ზინედინ ზიდანი არაა იმაში დამნაშავე, რომ "რეალმა" ხამესი იყიდა და გუნდში უნდა იყოს", - ციტირებს ივან მეხიას
Corrillo de Mao.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული