ხამეს როდრიგესი კარიერას "სან პაულოში" გააგრძელებს. კოლუმბიელი ფეხბურთელისთვის ბრაზილიური კლუბი რიგით მე-10 გუნდი იქნება.
მადრიდის "რეალის", მიუნხენის "ბაიერნის", "მონაკოს", "ევერტონის", "ოლიმპიაკოსის", "პორტუს", კატარული "ალ რაიანის", კოლუმბიური "ენვიგადოსა" და არგენტინული "ბანფილდის" შემდეგ შემდეგი გაჩერება უკვე ბრაზილია იქნება.
ხამესს კარიერაში 453 თამაში აქვს ჩატარებული, თავი კი 120 გოლითა და 147 ასისტით გამოიჩინა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში, 90 შეხვედრაში მოწინააღმდეგის კარი 26-ჯერ აიღო.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით