მესი: 2016 წელს "ბარსადან" წასვლა მინდოდა, ვგრძნობდი, ცუდად მექცეოდნენ

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ 2016 წელს კლუბის დატოვებასთან ახლოს იყო, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული გადასახადების დამალვის გამო.

"იმ დროს "ბარსელონადან" წასვლა მინდოდა. ეს არ უკავშირდებოდა კლუბის დატოვების სურვილს, არამედ ესპანეთიდან წასვლის მოტივს. ვგრძნობდი, რომ ცუდად მექცეოდნენ და აღარ მინდოდა აქ დარჩენა. ოფიციალური წინადადება არ მიმიღია, რადგან ყველამ იცოდა, რომ გუნდში დარჩენის სურვილი ყოველთვის მქონდა.

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ამ ყველაფრის გადატანა რთული იყო. კიდევ კარგი, რომ ბავშვები პატარები იყვნენ და ვერ ხვდებოდნენ
რა ხდებოდა. ახლა კი ოჯახთან ერთად მინდა აქ დარჩენა და კარიერის "ბარსელონაში" დასრულება,"- განაცხადა მესიმ.

მომზადებულია Mirror-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა საით მიგიწევდა გული!? ეგ გაგვაგებინა და ....
კეთილის მსურველი
21:02 24-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული