სანდრო როსელი: ნეიმარი მესის შემდეგ მსოფლიოში საუკეთესოა, მის ყიდვას შევეცდებოდი

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ნეიმარისა და ლაუტარო მარტინესის შესაძლო ტრანსფერებზე საუბრობს.

"თუ "ბარსას" პრეზიდენტი ვიქნებოდი, აუცილებლად ვცდიდი ნეიმარის მოყვანას. ის მესის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელია, თანაც გუნდის ფილოსოფიაში კარგად ჯდება.

თუმცა გავითვალისწინებდი წარსულ გამოცდილებას და მასთან ორი სახის კონტრაქტს გავაფორმებდი: ერთს - სპორტულს და ერთს - მისი საქციელების შესახებ.

არ გადავიხდიდი ლაუტაროში 111 მილიონ ევროს, მაგრამ ვცდიდი, გარიგებაში სხვა ფეხბურთელები ჩამერთო. ეს არ იქნებოდა მარტივი, თუმცა მე ვცდიდი", - ციტირებს როსელს Marca.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული