"ბარსელონამ" 17 წლის ნახევარმცველი ანსუ ფატი 100 მილიონ ევროდ არ გაყიდა, - იტყობინება კატალონიური "სპორტი". რომელ კლუბს სურს ფატის შეძენა, აღნიშნული გამოცემა არ აკონკრეტებს.
თავისი გადაწყვეტილების შესახებ "ბარსას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ ვიდეოკონფერენციისას კლუბის სხვა ხელმძღვანელებს აცნობა: "ფატის არ გავყიდი. ეს საკითხი არც განიხილება".
ამ სეზონში ფატიმ ესპანეთის ჩემპიონატის 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.