ეტო'ო: ხავი იქამდე უნდა დაბრუნდეს, ვიდრე "ბარსაში" ფეხბურთის ღმერთი თამაშობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტო'ომ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა კატალონიური გრანდის მწვრთნელად ხავის შესაძლო დანიშვნაზე.

"მე ხავის ვუთხარი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაბრუნდეს "ბარსელონაში". მე ვუთხარი, რომ ვალდებულია, ეს იქამდე გააკეთოს, ვიდრე იქ ფეხბურთის ღმერთი მესი თამაშობს.

ისინი ერთად თამაშობდნენ და ამიტომ ხავის სხვაზე უფრო მეტად გაუადვილდება მუშაობა", - განაცხადა ეტო'ომ კატალონიის რადიოს ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ