ლაპორტა: მზადაა ხავი, "ბარსელონაში" ყოფილ პარტნიორებს უხელმძღვანელოს?

AutoSharing Option
ჟოან ლაპორტამ გუშინ "ბარსელონას" პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება მიიღო, დღეს კი "ალ სადის" მწვრთნელ ხავიზე ისაუბრა.

"ეს ადამიანი ფეხბურთით ცხოვრობს და თავის მომავალზე თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვვარაუდობ, რომ 2021 წელს "ბარსაში" მისი ყოფილი პარტნიორები კიდევ ითამაშებენ. ხავი მზადაა იმისათვის, რათა მათ უხელმძღვანელოს? ეს ადვილი არ არის.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ხავი კეთილსინდისიერია, ფეხბურთზე ყველაფერი იცის, ფეხბურთით ცხოვრობს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ადრე თუ გვიან ის "ბარსელონას" მწვრთნელი გახდება", - ციტირებს ლაპორტას "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული