ლინეკერი: ისიამოვნეთ მესის თამაშით, ვიდრე შეგიძლიათ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი 33 წლის გახდა. მას დაბადების დღე ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა მიულოცა.

"მესის დაბადების დღეს ვულოცავ. ის თავისი საოცარი კარიერის დასასრულს უახლოვდება. 722 მატჩი და 699 გოლი ფეხბურთელისა, რომელიც ესოდენ შემოქმედებითია, რომლისთვისაც უცხოა პარტნიორების მიმართ ეგოიზმი და რომელიც ასე მკვლელივით ასრულებს შეტევებს.

როდესაც თამაშს თავს დაანებებს, მის გარეშე მოვიწყენთ. ასე რომ, ისიამოვნეთ მისი თამაშით, ვიდრე კიდევ შეგიძლიათ", - წერს ლინეკერი სოციალურ ქსელში.

ამ სეზონში მესიმ ლა ლიგის 26 მატჩში 21 გოლი და 15 საგოლე გადაცემა
მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
აბა მესის ფანებო! ყველამ მივულოცოთ ჩვენს ლეგენდას, დაბადების დღე და ერთად დავძახოთ, ლეო მესის გაუნარჯოოოოოოს!კარგია.
ვახო
25 ივნისი 2020 17:11
0
ლეო! ფეხბურთის ჯადოქარო! გილოცავთ, გვიყვარხარ.
ბარსა მესი
25 ივნისი 2020 16:18
0
მესისტებო გილოცავთ თქვენი რჩეულის დაბადების დღეს.რას გაჩუმებულხართ.მეგონა პურმარილზე დამპატიჟებდით.
პატივისცემით, ამაშია საქმე
24 ივნისი 2020 23:51
2
ამაშია საქმე! შენ, რომ მესი არ გიყვარს ცნობილი ფაქტია, ამიტომ ბოდიში, მაგრამ ვერ დაგპატიჟებთ.
"პატივისცემით" მესის ფანები.
25 ივნისი 2020 16:15
0
ლინეკერ! მართალი ხარ. ლეო გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ დიდხანს დაგვატკბო შენი ჯადოსნური თამაშით გულემატკივრები. ბედნიერებას და სიხარულს გისურვებთ, შენ ამას იმსახურებ. გვიყვარხარ ლეგენდავ!
ნონა
24 ივნისი 2020 20:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული