ჰარტი: არ მგონია, რომ "რეალი" კურტუას მოისვრის და მე ამიყვანს

AutoSharing Option
"ბარნლის" მეკარე ჯო ჰარტი, რომელიც 1-ელ ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება, ახალი კლუბის ძიებაზე საუბრობს.

"ის ფაქტი, რომ 18 თვე პრემიერლიგის სკამზე ვიჯექი, არ გამტეხავს. მახსოვს, ვინ ვარ. მახსოვს, როგორ ვთამაშობდი მშობლიური ქალაქის ადგილობრივ ლიგაში და "შრუსბერი თაუნში" მოხვედრაზე ვოცნებობდი.

მე ადრე მივხვდი, რომ ყველაფერს შორეულ პერსპექტივაში უნდა ვუყურებდე. შეიძლება ადამიანები ფიქრობენ, რომ პანიკის დროა, მაგრამ მე ამ სიტუაციას ვუყურებ, როგორც შესაძლებლობების შესასწავლ მომენტს. მეკარისთვის ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ.

არ ველოდები, რომ მადრიდის "რეალი" კარზე დამიკაკუნებს, გააგდებს ტიბო კურტუას და მე
დამაყენებს ძირითადში. მაგრამ მე ბევრის გაკეთება შემიძლია. უბრალოდ მინდა, რომ ვინმემ ჩემი ირწმუნოს. მე მათ ნდობას გავამართლებ", - ციტირებს ჯოს BBC.

ასევე დაგაინტერესებთ