საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ კომენტარი გააკეთა "ბარსელონას" ფორვარდების - ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანის პარტნიორობის საკითხზე.
"რისი ეშინია გრიზმანს? 1,5-მეტრიანი, ნახევრად აუტისტი ბიჭის?
ბოლოს და ბოლოს, უნდა დაამტკიცოს, რომ **ერები აქვს. თუ ანტუანს რამე არ მოსწონს, მან ამის შესახებ პირდაპირ უნდა განაცხადოს. უკვე წელიწადია, რაც მასსა და მესის შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ", - განაცხადა დიუგარიმ.
თუმცა, მოგვიანებით, 48 წლის ფრანგმა ბოდიში მოიხადა. ცხადია, არა მესის მისამართით...
"გონებაში არ გამივლია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების დაცინვა. ეს ჩემს გეგმებში არ
შედიოდა, როცა ამ სიტყვებს ვამბობდი. ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, ვისაც ჩემმა სიტყვებმა გული ატკინა." - დაწერა დიუგარიმ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.
ასევე, ფრანგმა პირობა დადო, რომ საკუთარი გადაცემის დროსაც მოიხდის ბოდიშს.
Foot Mercato-ს მიხედვით sportall.ge-სთვის მოამზადა გიორგი ღავთაძემ