პრობლემა VAR-ში კი არა, თამაშის ხარისხშია - რივალდო ბართომეუს პასუხობს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეგენდარულმა რივალდომ კლუბის პრეზიდენტის, ბართომეუს განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. რამდენიმე დღის უკან ბართომეუმ აღნიშნა, რომ მსაჯები "რეალს" ეხმარებიან.

"ზოგჯერ უფლება გვაქვს, გავბრაზდეთ მსაჯებსა და VAR-ის სისტემაზე, მაგრამ "ბარსელონას" პრეზიდენტს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ მსაჯები "რეალს" ეხმარებიან. ბართომეუ უბრალოდ ცდილობს, მედიასაშუალებებს ყურადღება გადაატანინოს ძირითადი პრობლემებიდან. ვფიქრობ, "ბარსელონას" პრობლემა არა VAR-სა და რეფერებშია, არამედ მათ უნდა გააუმჯობესონ თავიანთი თამაშის ხარისხი.

ისინი პანდემიამდე ლიდერობდნენ. ამიტომ მათი წარუმატებლობა მსაჯებს არ უნდა დაბრალდეს. ახლა "რეალს" იმიტომ ჩამორჩება, რომ თამაშის ხარისხი დაბალია." - ციტირებს
რივალდოს goal.com-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არადა სიმართლეს ამბობს :):):)
sormona
10 ივლისი 2020 15:21
1
ამ რივალდომ ხომ შეგვიკიკინა თავისი ბრძნული აზრებით. მიდი რა ძმაო მეტი საქმე არ გაქვს წადი რა შენს საქმეს მიხედე.
???
10 ივლისი 2020 13:51
15

სიახლეები პოპულარული