ლიონელ მესიმ ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შედეგი დააფიქსირა!

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში "ბარსელონამ" "ვალიადოლიდი" არტურო ვიდალის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა, გადაცემა კი ჩილელს ლიონელ მესიმ გაუკეთა, რომელიც პრიმერა დივიზიონის ისტორიაში კიდევ ერთი უნიკალური მიღწევით შევიდა.

გარდა იმისა, რომ 20 საგოლე გადაცემით ლეომ ხავის რეკორდი გაიმეორა, ის გახდა პირველი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 20 და მეტ გატანილ გოლთან ერთად 20 და მეტი საგოლე გადაცემა გააკთა.

ბომბარდირთა დავას არგენტინელი ვარსკვლავი 22 გოლით დამაჯერებლად ლიდერობს უახლოეს მდევარ ქარიმ ბენზემას 4 ზუსტი დარტყმით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კახი ძმაო მაგის წარმოდგენაც არ მინდა.
10
12 ივლისი 2020 22:38
0
ისე ცოტა გონჯია.შენ უკეთესის ღირსი ხარ.
სიყვარული ბრმაა
12 ივლისი 2020 22:12
2
ეს და კრიშტიანუ რო წავლენ მერე რა იქნება ესაა საქმე ალბათ კაი ხანი ვიქნებით მოწყენილი.
kaxu
12 ივლისი 2020 21:27
0
ლეო მესი! ჩემი ნება, რომ იყოს შენთვის არ დავიშურებდი, კიდევ რამოდენიმე ოქროს ბურთებს. როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ხარ სამაგალითო.
ნონა
12 ივლისი 2020 14:39
2
ნონა, 100%-ით გეთანხმები.
laSa
12 ივლისი 2020 22:40
0
რა ვქნა ძალიან მიყვარს ეს ფეხბურთელი.
barsa
12 ივლისი 2020 14:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული