"ბარსელონა" ლუის სუარესს უპარდონოდ დაემშვიდობება

AutoSharing Option
კატალონიური რადიო RAC1-ის ცნობით, "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 33 წლის თავდამსხმელ ლუის სუარესს დაურეკა და უთხრა, რომ მომავალ სეზონში მასზე იმედებს არ ამყარებს.

ფეხბურთელს კლუბმა წინასასეზონო შეკრების დაწყების შესახებ არ აუწყა.

მალე "ბარსას" იურისტები ურუგვაელის წარმომადგენლებს 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტის დეტალების შესათანხმებლად შეხვდებიან.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუარესი შეიძლება "აიაქსში" დაბრუნდეს, რომლის ღირსებასაც 2007-11 წლებში იცავდა.

ის "ბარსაში" 2014 წლიდან თამაშობს, მის რიგებში 195 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში მესამე ბომბარდირი გახდა.

გასულ სეზონში ლა ლიგის 28 მატჩში მან
16 გოლი გაიტანა, 8 საგოლე გადაცემა გააკეთა და ასეთ ფორვარდთან დამშვიდობება, ცოტა არ იყოს, გასაკვირია.

კუმანმა ასევე აცნობა სამუელ უმტიტის, არტურო ვიდალსა და ივან რაკიტიჩს, რომ გუნდის დატოვება მოუწევთ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვის იტოვებს ეს თუ აღარ ვარგა? დდდდდდდდდდდდდდდდდ
სემედოზე და დე იონგზე აშენებს გუნდს?

აქამდეც კი ვიცოდი ყველა ჰოლანდიელი მუხის სოლი რო იყო პრინციპში ამ ტიპისგან მითუმეტეს რა უნდა გაგიკვირდეს ევერტონში უმუშავია მარტო, რუბენ ლოფტუს ჩიკს მოიყვანს ალბათ სუარესის შემცვლელად
გავრიილ კაჩალინი
22:40 24-08-2020
1
ბარტომეუ , პერესზე უფრო დიდი ნაძირალაა ! როგორც პერესი არაადამიანურად მოექცა რელის ლეგენდებს , ისევე იქცევა ეს არაკაცი ! პერესმა გუნდი ისტორიულ მაქსიმუმზე მაინც გაიყვანა , დეგენერატმა და უვიცმა ბარტომეუმ დამარხა და გაანადგურა ბარსელონა !
კახაბერი
21:00 24-08-2020
1

სიახლეები პოპულარული