ყოფილმა ეგვიპტელმა ფორვარდმა ახმედ ჰოსამ ჰუსეინ აბდელჰამიდმა, იგივე მიდომ "ბარსელონას" კაპიტანი ლიონელ მესის გუნდიდან წასვლის შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
"კუმანი ერთერთი საუკეთესოა იმ მწვრთნელებიდან, ვისთან ერთადაც მიმუშავია. მას ძალიან ძლიერი ხასიათი აქვს, თუმცა მესის დარჩენის შემთხვევაში უმარავი სირთულე ელის.
ლეოს სავარაუდო წასვლა საუკეთესოა, რაც კუმანის თავს შეიძლება დატრიალდეს. რონალდი გუნდის აშენებას ვერ მოახერხებს, თუ გასახდელში მესი ეყოლება.
კუმანი ჩემი მწვრთნელი 2,5 წლის განმავლობაში იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წელი გავიდა, მას ისევ არ შეუძლია გაუმკლავდეს ფეხბურთელებს, რომლებსაც რთული ხასიათი აქვთ.
მას გუნდში განსხვავებული აზრის მქონე ფეხბურთელი არ სჭირდება,"- აღნიშნა მიდომ.
ეგვიპტელი ფორვარდი ნიდერლანდელი მწვრთნელის მეთაურობით 2001-2003 წლებში ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობდა. მიდომ კუმანის ხელმძღვანელობით ერედივიზიონის 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 21 გოლი გაიტანა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით