32 წლის რაკიტიჩს "სევილიამ" ოთხსეზონიანი კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი "სევილიაში" დაბრუნდა

32 წლის ხორვატს ანდალუსიურმა კლუბმა ოთხსეზონიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

"სევილიას" მისი ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა და შეიძლება ბონუსების სახით "ბარსელონას" კიდევ 9 მილიონი გადაუხადოს.

ივანი "სევილიადან" "ბარსაში" 2014 წელს გადავიდა, კატალონიურ გუნდში კი 310 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ