
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" პრეზიდენტს ჟოან ლაპორტას და კლუბის სპორტულ დირექტორ დეკოს 25 წლის შვედი კატალონიურ გუნდში ხილვა სურთ.
აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში კატალონიელთა წარმომადგენლებსა და კაჭკაჭების თავდამსხმელის აგენტს შორის შეხვედრა შედგა, რომელზეც ესპანელებმა ისაკის შეძენის განზრახვა განაცხადეს.
თავის მხრივ, ფინანსური მდგომარეობის გამო, "ბარსელონას" ისაკის შესაძენად თავისი ფეხბურთელების გაყიდვა სჭირდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გასაყიდი მთავარი აქტივი ურუგვაელი მცველი რონალდ არაუხოა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა გასაყიდად სხვა
მიმდინარე სეზონში ალექსანდრ ისაკმა "ნიუკასლში" 33 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.