ლა ლიგის მე-15 ტურში "ბარსელონამ" სტუმრად 3:0 დაამარცხა "ვალიადოლიდი".
"ბარსას" კაპიტანმა მესიმ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ლეომ ერთ გუნდში 644-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი დაამხო. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატზე პირველი საგოლე გადაცემა გააკეთა - გასულ სეზონში მის ანგარიშზე 21 საგოლე პასი იყო. "მარკას" ცნობით, შობის სახლში აღსანიშნავად ის თამაშის შემდეგ კერძო თვითმფრინავით არგენტინაში გაფრინდა.
"ბარსელონა" 24 ქულით მე-5 ადგილზეა და 30 დეკემბერს გასვლაზე "კადისს" შეხვდება.
ვალიადოლიდი. "ხოსე ზორილა"
ვალიადოლიდი - ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლანგლე (21), 0:2 ბრეიზუეითი (35), 0:3 მესი (65)