"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ ერთ გუნდში 643-ე გოლი გაიტანა და პელეს რეკორდი გაიმეორა. ეს მიღწევა არგენტინელს თავად პელემ მიულოცა. La Sexta-სთან ინტერვიუში ლეომ ზაფხულში კლუბთან მძიმე მოლაპარაკებაზე ისაუბრა:
"ამჟამად მე ყველაფერი წესრიგში მაქვს. გასულ ზაფხულს სიტუაცია გაცილებით უარესი იყო. ეს უფრო ადრე განვითარებული მოვლენებით იყო გამოწვეული. შემდეგ კლუბში ფაქსი გაიგზავნა და ყველაფერი დატრიალდა... ამან სეზონის დასაწყისში ჩემს ფორმაზე სერიოზულად იმოქმედა.
გავიმეორებ, დღეს წესრიგში და ტურნირების მოსაგებად საბრძოლოდ მზად ვარ. კლუბს ორგანიზაციულ დონეზე მძიმე დროება უდგას და საერთოდ ყველაფერში, მაგრამ მე
ვითარების დასტაბილურებას მოუთმენლად ველი".