"ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა სეზონის დასრულებისთანავე "რეალში" გადაბარგდება. მან "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი შეათანხმა, - იტყობინება "მარკა".
28 წლის ავსტრიელი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდება, "რეალი" ხელში უფასოდ ჩაიგდებს და სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონ ევროს დაუნიშნავს.
"რეალმა" ფეხბურთელთან მოლაპარაკება ნაახალწლევს დაიწყო და სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარა.
ალაბა "ბაიერნის" აკადემიაში 2008 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში მისი დებიუტი 2010 წელს შედგა, ცხრაჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.