დიდი მატჩი პარიზში და რატომ უნდა იყოს ხვიჩა ძირითადში - პსჟ VS ლივერპული

AutoSharing Option
სეზონის წინ ნაკლებად კი ვიფიქრებდით, რომ ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი ჩვენთვის ასეთი საინტერესო გახდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ერთ-ერთ მთავარ მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ პირველ მატჩში "ლივერპულს" "პარკ-დე-პრენსზე" (48 229) უმასპინძლებს - დღეს, 5 მარტს, ჩვენი დროით 23:59 საათზე.

კვარაცხელიას, რომელიც ლიგის პლეი-ოფში გამტანი პირველი ქართველია, ლივერპულელებთან მეტოქეობის კარგი გამოცდილება (ნაპოლისთან ერთად) აქვს. ხვიჩამ კიდევ ერთხელ უნდა შეძლოს, ოღონდ ამჯერად, სავარაუდოდ, მარჯვენა ფლანგზე მეტ დროს გაატარებს, ალექსანდრ-არნოლდზე უფრო კი რობერტსონთან დაპირისპირება მოუწევს. ლუის ენრიკე თავადაც დარწმუნდებოდა, ქართველი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამიდან
თამაშში სათანადოდ ვერ ერთვება (ერთხელაც ასეც იტყვის სიტყვას) და კონკურენცია/როტაციის მიუხედავად, სასტარტოში უნდა დაიწყოს.

როგორც ერთ, ისე მეორე კლუბს შიდა ჩემპიონატში ბევრი რამ გადაწყვეტილი აქვს (13-ქულიანი უპირატესობა) და უეფას ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მთლიანად გადართვა შეუძლიათ. თუკი "ლივერპულისთვის" ქვეყნის ჩემპიონობა ბოლო დროს იშვიათი გახდა, პსჟს ამის პრობლემა საერთოდ არ უდგას. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, პარიზელები მის დაუფლებას ვერაფრით ახერხებენ, ლივერპულელებს კი ამ საქმეში ბოლო დროს მადრიდის "რეალი" უღობავს გზას.

ენრიკეს გუნდმა წაგება დაივიწყა, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატი ყველაფრის საზომად მაინც არ გამოდგება. ესპანელ მწვრთნელს ლიგაზე დიდი მიზნები აქვს და სურს, რაც გუნდმა მესის, ნეიმარისა და მბაპესთან ერთად ვერ შეძლო, ახლა მოახერხოს. უკანასკნელი რვა სეზონიდან, პარიზელებმა ხუთჯერ ტურნირი სწორედ ამ ეტაპზე დატოვეს. არნე სლოტის ბიჭებმა ამ სეზონზე ლიგის ფაზის საწყისი 7 შეხვედრა მოიგეს და ბოლოს მხოლოდ პსვსთან დამარცხდნენ.

პსჟს კაპიტანი მარკინიოსი ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩს ჩაატარებს, რაც ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, კარლოსის, ალვეშისა და სილვას შემდეგ კი მეოთზე საუკეთესო ბრაზილიური მიღწევაა. 32 წლის მოჰამედ სალაჰი ჩემპიონთა ლიგაზე უფრო შედეგიანი აფრიკელია, ვიდრე დროგბა და ეტოო. მას ამ მონაცემის კიდევ უფრო გაუმჯობესება სურს.

როცა ხვიჩა "ლივერპულს" დაუპირისპირდა...

Sportall.Ge

საინტერესოა, რომ ამ გუნდების დაპირისპირებაში ყველაზე მეტი (2) გოლი ჯეიმს მილნერის ანგარიშზეა. ორივე ამ კლუბის მაისური მამადუ სახოს ჩაუცვამს, რომელიც ახლა ქუთაისის "ტორპედოს" რიგებშია.

მატჩის მთავარი მსაჯი იტალიელი დავიდე მასაა, რომელიც პარიზელების თამაშს ცოტა ხნის წინ, "შტუტგარტთან" მოემსახურა. გასული წლის 24 ნოემბერს მან კვარაცხელიას მონაწილეობით "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრა განსაჯა.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ: დონარუმა - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - რუისი, ვიტინია, ნევეში - კვარაცხელია(ან დუე), დემბელე, ბარკოლა;

ლივერპული: ალისონი, ალექსანდრ-არნოლდი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი - გრავენბერხი, მაკ ალისტერი - სალაჰი, სობოსლაი, გაკპო - დიასი.


სხვა შეხვედრები 

ბრიუგე - ასტონ ვილა 1:3;

დორტმუნდი - ლილი 1:1;

პსვ - არსენალი 1:7;

რეალი - ატლეტიკო 2:1.

დღეს, 21:45 სთ:

ფეიენოორდი - ინტერი

23:59:

ბენფიკა - ბარსელონა;

ბაიერნი - ლევერკუზენი.

altLe Parisien: ვინ იქნება "ლივერპულთან" სასტარტოში, "კვარა" თუ დუე - საკითხვი აი, ეს არის!

alt"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - "ლივერპულთან" კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...

მკითხველის კომენტარები / 18 /
იღბლიანი ბიჭია, ხვიჩა. ღმერთმა ხელი მოუმართოს. რატომღაც ის შორეული, 81 წლის წვიმიანი დინამოს სტადიონი გამახსენდა. ეს ბიჭი, სადაც არ უნდა მივიდეს, ყველგან ტოვებს თავის კვალს. მთავარია ენრიკემ ძირითადში დააყენოს და ხვიჩას ლამაზი სპექტაკლის დადგმა არ შეეშლება. წარმატებები ჩვენს ბურთის ჯადოქარს. დღეს ხვიჩა მსოფლიოში საქართველოს სახეა, გუცაევიცაა, მესხიც და მეტრეველიც. სულ გამარჯვებით ევლოს!!!
ჰკა ხვიჩა, ჰკა!
20:02 05-03-2025
4
3-1
მანფრედ კალცი
18:40 05-03-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული