ესპანურმა მედიამ ლიონელ მესისისა და "ბარსელონას" შორის გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური დეტალები გაასაჯაროვეს და აღმოჩნდა, რომ არგენტინელ ვარსკვლავს სპორტის ისტორიაში ყველაზე მსუყე ხელშეკრულება ჰქონია.
პირველად მონაცემები El Mundo-ს ჩაუვარდა ხელში. გამოცემის მიხედვით, სწორედ მესის კონტრაქტია სპორტის ისტორიაში ყველაზე ძვირიანი: ხელშეკრულების მიხედვით ლეომ 4 წელში "ბარსელონასაგან" 555 237 610 ევრო უნდა მიიღოს. მონაცემების მიხედვით, კონტრაქტის ამოწურვამდე 5 თვით ადრე არგენტინელმა უკვე 551 540 545 ევრო გამოიმუშავა.
დოკუმენტი 30 გვერდისაგან შედგება. "ბარსა" ვალდებულია ლიონელ სეზონში 138 მილიონი ევრო გადაუხადოს + ბონუსები: კონტრაქტის გაფორმების
115 225 000 ევრო, ხოლო ერთგულების სანაცვლოდ 77 929 955 ევრო.
მესის მიმდინარე კონტრაქტი 2017 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს. 2020 წლის სეზონის შუაში ლეოს "ბლაუგრანას" დატოვება სურდა, თუმცა ექსპრეზიდენტმა ხოსეპ ბართომეუმ გუნდიდან არ გაუშვა.
მესი კი გავრცელებული ინფორმაციის გამო "ბარსელონას" ხელმძღვანელობისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. "ბარსელონაში" კი ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, ამ დოკუმენტის გამოქვეყნებასთან ჩვენ რა ხელი გვაქვსო, ასეთ კონფიდენციალურ ინფორმაციას როგორ გავასაჯაროებდითო...
არგენტინელის მიზანში კი სამი ადამიანია და სარჩელს სწორედ მათ წინააღმდეგ შეიტანს. პირველი "ბარსას" ექსპრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ გახლავთ. მეორე ექსაღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ. ორივე მათგანი კონტრაქტის ხელმოწერაზე იყო პასუხისმგებელი. ხოლო მესამე კი "ბარსელონას" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი კარლეს ტუსკეტსია, რომელსაც ასევე მუწვდებოდა ხელი დოკუმენტზე.