ლაპორტა: მესის შენარჩუნება გაგვიჭირდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი ამავე კლუბის პრეზიდენტობის კანდიდატი ჟოან ლაპორტა თვლის, რომ თავდამსხმელ ლეო მესის გუნდში შენარჩუნება გაუჭირდებათ:

"მესის შენარჩუნება ადვილი არ იქნება, რადგან ისეთი კლუბები იწვევენ, რომლებიც ფულის უკმარისობას არ უჩივიან. ზოგიერთ მათგანს მაგნატები უჭერენ მხარს, ზოგიერთს კი - სახელმწიფო.

ვფიქრობ, მესის მოსწონს აქ თამაში და რამდენადაც ვიცი, დარჩენა უნდა. უყვარს "ბარსა" და თავს ძალიან კარგად სწორედ ამ კლუბში გრძნობს", - ციტირებს ლაპორტას Football Espana.

მესის "ბარსელონასთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და მისი სამსახურით პსჟ და "მანჩესტერ სიტი" არიან
დაინეტრესებული.