"ბარსელონას" ახალმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მესის გუნდში დასარჩენად პირველი ნაბიჯი გადადგა და "მანჩესტერ სიტის" ფორვარდ სერხიო აგუეროს კონტრაქტი გაუგზავნა.
TyC Sports-ის ინფორმაციით, კატალონიურმა გრანდმა თავდამსხმელს ოფიციალური შეთავაზება უკვე გაუკეთა და ხელშეკრულება რამდენიმე საათის წინ გაუგზავნა. ახლა გადაწყვეტილება აგუერომ უნდა მიიღოს.
არგენტინელ თავდამსხმელს "ქალაქელებთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. ლაპორტა თვლის, რომ აგუერო ერთ-ერთი ის ფეხბურთელია, რომლის გუნდში მოსვლამაც, შესაძლოა, ლეო მესის წასვლა გადააფიქრებინოს.