აკი, მესი დაბერდა, "ბარსელონა" კი დაოსდაო? - მესიმ პელეც ჩამოიტოვა და რონალდოც [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მხოლოდ ციფრები და ფაქტები

სეზონის სტარტზე წარუმატებლობის გამო "ბარსელონა" და მისი კაპიტანი ლეო მესი ბევრმა ჩამოწერილად მიიჩნია, თუმცა, ნურას უკაცრავად. კატალონიურმა გუნდმა ჩემპიონატზე უკანასკნელი 18 მატჩიდან 15 მოიგო, ხოლო 3 ფრედ დაასრულა. მესიმ "ბარსაში" 768-ე მატჩი ჩაატარა, ხავის გაასწრო, კლუბის რეკორდსმენი გახდა და 23 გოლით საუკეთესო ბომბარდირია.

ამას გარდა, არგენტინელმა ერთ გუნდში გატანილი პელეს რეკორდი გაიმეორა - 467 გოლი. ეს ინფორმაცია "ბარსელონამ" გაავრცელა, თუმცა შემდეგ ლიონელი რეკორდსმენად გამოაცხადა, ვინაიდან პელეს მიერ სან-პაულუს შტატში გატანილი გოლები მხედველობაში არ მიიღო. სულ კი
მესიმ "ბარსაში" 700 გოლი გაიტანა.

საუკეთესო ლიგებში ბომბარდირები არიან: ჯიმი გრივზი (ინგლისი, 357), გერდ მიულერი (გერმანია, 365), სილვიო პიოლა (იტალია, 274) და დელიო ონისი (საფრანგეთი, 299).

და კიდევ: ლეომ პენალტების გარეშე გატანილი გოლებით რონალდოს (იუვენტუსი) გაასწრო. მის ანგარიშზე თამაშში გატანილი 637 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება გინდა მესი.
Simartle
11:21 26-03-2021
0
მსოფლიოს ჩემპიონობა გინდა ახლა მესი.
Simartle
11:20 26-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული