კიდევ ერთი იტალიელი "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელის ვარიანტად! დიდებული სპეციალისტის დაბრუნება?

AutoSharing Option
ზიდანის შეცვლისთვის ბრძოლაში ტემპერატურამ იმატა, "სამეფო კლუბის" გულშემატკივრებმა ხელმძღვანელობას ახალი ვარიანტი შესთავაზეს - კარლო ანჩელოტი.

კარლო ამჟამად მე-3 იტალიელი მწვრთნელია, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში "რეალს" დაუკავშირეს (მასიმილიანო ალეგრი და ანტონიო კონტე). რაც შეეხებათ სხვა კანდიდატებს, სიაში ასევე პსჟ-ის დამრიგებელს, მაურისიო პოჩეტინოს, "კასტილიას" მწვრთნელსა და კლუბის ლეგენდას, რაულსა და "სოსიედადი B"-ს მთავარ მწვრთნელს, ხაბი ალონსოს შეხვდებით.

იტალიელი სპეციალისტი "ბლანკოსს" სათავეში 2013-15 წლებში ედგა, რა პერიოდშიც გუნდმა 2014 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე - კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი და მსოფლიოს
საკლუბი ჩემპიონატი.

როგორც El Larguero ირწმუნება, ფლორენტინო პერესსა და ანჩელოტის ერთმანეთთან გასული დღეების განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, "პაპა კარლო" მადრიდში "ევერტონის" ლიდერთან, ხამეს როდრიგესთან ერთად დაბრუნდეს, რომელიც მერსისაიდში "რეალმა" გაანათხოვრა.

წყარო: marca

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული