"ყველა დროის საუკეთესოა" - ანჩელოტიმ რონალდოზე ისაუბრა

AutoSharing Option
5 თებერვალს კრიშტიანო რონალდო 40 წლის გახდა. "ლეგანესთან" სათამასო მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კი "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.

"კრიშტიანომ ამ ეპოქაში თავისი კვალი დატოვა. ჩემთვის ის საუკეთესო იყო. პორტუგალიელი ასევე ძალიან დამეხმარა, გატანილი გოლებით, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა "რეალის" სათადარიგოთა სკამზე", - თქვა ანჩელოტიმ. 

შეხსენებისთვის, ანჩელოტი რონალდოს "რეალში" პირველად მუშაობის პერიოდში 2013/15-წლებში ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული