"ბარსელონამ" 17 წლის ნახევარმცველი შეიძინა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ქაისერისპორისგან" 17 წლის ნახევარმცველი ემრე დემირი 2 მილიონ ევროდ შეიძინა და თურქულ კლუბს ბონუსებსაც გადაუხდის.

დემირი ამ სეზონს თავის ამჟამინდელ გუნდში დაასრულებს და შემდეგ გადავა "ბარსას" დუბლებში.

ფეხბურთელს ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 400 მილიონია.

დემირმა "ქაისერისპორში" 31 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ესპანელებმა რა წამოიწყეს?გამოსასყიდად ნახევარ მილიარდებს რომ წერენ კონტრაქტში?მაგიტომაც გარბის ყველა ამათგან უფასოდ
აბგდ
23 სექტემბერი 2021 22:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული