არასწორი იყო - ბართომეუმ მესიზე ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ ბართომეუმ კლუბიდან ლეო მესის წასვლის შესახებ ისაუბრა.

"ახლა უკვე კუმანს მესი აღარ ჰყავს. როგორც პრეზიდენტს, მინდოდა, რომ მესი დარჩენილიყო და ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. მთელი ძალისხმევა ჩავდე, რათა მესის "ბარსა" არ დაეტოვებინა.

ლეოს მიაჩნდა, რომ დარჩენა როგორც მისთვის, ისე კლუბისთვის საუკეთესო გზა იყო.

თუმცა ამ ზაფხულს ის გაუშვეს, რაც ჩემი აზრით, არასწორი იყო. ლიონელის გარეშე თამაშში ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალონ", - თქვა ბართომეუმ.

მომზადებულია Diario Sport-ის მიხედვით