"რეალი"-"ბარსელონა" 0:4 - ხავის ტრიუმფი "ბერნაბეუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „რეალი“ 4:0 დაამარცხა.

კატალონიელები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ, პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს და რომ არა მეკარე კურტუა, სტუმრები უფრო მეტ გოლს გაიტანდნენ. მასპინძლები საოცრად პასიურები იყვნენ. რა თქმა უნდა, მათზე ტრავმირებული ბენზემას არყოფნამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ „რეალის“ დონის გუნდი ერთ, მით უმეტეს, 34 წლის ფეხბურთელზე ასე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მეორე ტაიმში უპირატესობას“ კვლავ „ბარსა“ ფლობდა, კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ცხადია, მწვრთნელმა ხავიმ გუნდს თავისი ხელი დაატყო და მიუხედავად იმისა, რომ
შორეულ პერსპექტივაშიც არ ჰყავს, ვთქვათ, რონალდინიოსა და მესის კლასის ფეხბურთელი, მისი შეგირდები ხალისიანად თამაშობენ და პროგრესირებენ.

„რეალი“ 66 ქულით ლიდერია და 2 აპრილს ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება, ხოლო 54 ქულით მესამე ადგილზე მყოფი „ბარსელონა“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ბოლო 12 შეხვედრაში დაუმარცხებელია (9 მოგება და 3 ფრე), მეორე პოზიციაზე მყოფ „სევილიას“ 3 აპრილს უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 60 017 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (29), 0:2 არაუხო (38), 0:3 ფერან ტორესი (47), 0:4 ობამეიანგი (51)

. ობამეიანგმა ბოლო 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ საუკუნეში „რეალის“ კარი ზედიზედ 5 მატჩში დალაშქრა.
. დემბელემ პრიმერაზე ბოლო 5 შეხვედრაში 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. ფერან ტორესმა ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. „რეალმა“ „ბარსასთან“ 4 გოლი ბოლოს 2018 წელს გაუშვა - მაშინ ლოპეტეგი გადააყენეს.
. ხავიმ პირველად მოიგო კლასიკო მწვრთნელის რანგში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
სატურნირო ცხრილი ნახეთ და მესის,ნეიმარის და მპაპეს გუნდი ვინ გამოაგდო.ერთხელ განავალიც აყვავდებაო ნათქვამია.
რა გიხარიათ თქვე საცოდავებო
21 მარტი 2022 23:44
5
აუ პედრი და გავი რა მაგარია ხალხოოოო. (ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი)
გეგი
21 მარტი 2022 20:49
0
მე პირადად ვარ რეალის ფანი და ამ მატჩზე ჩემი რეაქცია არის ის რომ ბარსა ღირსი იყო მოგების, მართალია არ მიყურებია მაგრამ არამგონია ამდენი ადამიანი კომენტარებში ტყუილად "ტენიდეს" ერთ კაცს ამ მოგებას, ანუ გამოდის რომ ხავის დამსახურებაა ეს მოგება (ნუ ახლა ანჩელოტიზე საუბარი არ მაქ რეალის ფანები კარგად ვიცნობთ მას, O.T. მილანის ფანებიც), ნუ კარვახალის ინტერვიუ ვინც ნახეთ (ტრამვიდან დაბრუნების შემდეგ რომ ჰქონდა) ალბათ უმეტესობა დაუჯერებდით და ვინც დავუჯერეთ მართლებიც ვიყავით და ასეც მოხდა. ახლა რაც შეეხება დანარჩენს ძალიან მაინტერესებს ასე ძაან რატო დასცინიან რეალს, მერე რა რო წააგო მითუმეთეს ბარსასთან რო წააგო მასე რეალს სელტასთანაც აქვს წაგებული და ტენერიფესთანაც (რომელიც ახლა ლა ლიგა 4შია თუ საერთოდ აღარ არსებობს არ ვიცი) თუ ცხრილს დააკვირდებით რეალს ფაქტიურად შეეძლო დაეკიდა ეს მატჩი მიუხედავად იმისა რო რლ კლასიკოა რადგან 1ზეა და მეორე ადგილოსანს 8 ქულით ასწრებს რეალს ახლა "ძალების მოკრება" სჭირდება ჩელსის წინააღმდეგ გასამრთი მატჩისთვის, მითუმეტეს მთავარი ფეხბურთელი ბენზემა აკლდა ტრამვის გამო (ამ თემაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ)... და ბოლოს კიდევ მინდა ასეთი რაღაც ვთქვა: ალბათ დამეთანხმებით რომ როდესაც ისეთი პიროვნება როგორიცაა კომენტატორი ან ზოგადად სპორტული გამომოცემის თანამშრომელი ისეთ სტატიას აკეთებს სადაც ტომელიმე გუნდის სასარგებლოდ "იხრება" ძალიან არასასიამოვნოა, ასე იყო ამ შემთხვევაშიც (არ იფიქროთ რო რადგან ბარსას სასრგებლოდ გადაიხარა მაგიტო ვამბობ რეალის სასარგებლოდაც რო აკეთებნ მაშინაც არ მსიამოვნებს)...
დათო
21 მარტი 2022 20:32
1
გამოაქვეყნეთ ეხლა ეს პუტანების გუნდი რომ მართლა დაიჯერებს რომ მოიგეს ეგაა საღადაო პერეს რაღაცაში ჭირდება ბარსელონა რომ სულ მთლათ სლეარ გამოჩნდეს და აჩუქა თამაში ამაში დარწმუნებულები იყავით ალბათ ლაპორტას გაუცრუვდა რამე გრანდიოზულს გეგმავენ ერთად ეხლა ფანებმა ყურებით თავში იჯარით დიანა ჩავის.
Gio
21 მარტი 2022 18:24
1
ალაბამა ვერ გაუძლო კლასიკოსი წნეხს :) ოთხივე გოლში ალაბა ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე - მეოთხეც კი მაგის ჩარჩენის გამო გაუქმდა თამაშგარე. მილიტაოც ვერ ბრწყინავდა და შედეგად 4 გოლი, არაუშავს გაკვეთილი იქნება.
???
21 მარტი 2022 17:21
1
ჰე სად ხართ ახლა ის პროფესორები ბარსასთან გაშვებული 4 გოლის გამო მამარდას, რომ ამუნათებდით რა ვქნათ ახლა ჩამოვწეროთ კურტუაც?DDD
ტტტ
21 მარტი 2022 15:53
1
მოსალოდნელი იყო რეალის ეს მარცხი, ბარსას ნაცვლად კარტახენის გუნდი რომ ყოფილიყო ისიც მოუგებდა, პსჟ-თან მოგების შემდეგ ძალიან აჟიტირებულები იყვნენ, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე პირადად რომ თითქოს ლიგა მოიგეს ისე აღიქვამდნენ ამ მოგებას, გამოზაფხიზლებლად ძალიან კარგი მარცხი იწვნიეს, იმედია გამოფხიზლდებიან, ისე ანჩელოტიმაც აურია, ბარსასთან რომ ექსპერიმენტებს დაიწყებ ცოტა ჯანმრთელად ვერ უნდა იყო. ვულოცავ ბარსას გულშემატკივრებს, ერთს დავამატებ ეგ თამაში პირადად მოიგო დემბელემ და ლაპორტას გუნდიდან მოკვეთა უნდოდა
მამუკა
21 მარტი 2022 15:36
9
ხავიმ გააკეთა ის,რასაც წლების წინ აკეთებდა ბარსაში.ბრავოოო!
ლუკა
21 მარტი 2022 14:44
0
ბარსას ქომაგი ნაღდად არა ვარ, მაგრამ ძალიან მიხარია ხავის წარმატებები, საღოლ ძმაო, ის ბარსა ბრუნდება, რომელიც ყველას უყვარს, რეალისტების გარდა.
21 მარტი 2022 13:49
0
ვიძახდი, რომ არა დონარიმას და მსაჯის სირობა არაფრის მქნელი არ იყო რეალი პსჟ სთან მეთქი, მარა ვის კეროდა ლიგის მთავარ ფავორიტად შერაცხეს ეგრევე.დდდ
rrr
21 მარტი 2022 13:40
9

სიახლეები პოპულარული