ისკო შეიძლება "ბეტისში" გადავიდეს

AutoSharing Option
"მარკას" მტკიცებით, "რეალის" ნახევარმცველი ისკო შეიძლება მალე "ბეტისში" გადაბარგდეს.

ისკო ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და სევილიური კლუბი ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. დათანხმების შემთხვევაში ის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ისკო "ბეტისის" შეთავაზებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

ამ სეზონში მან 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა.