"ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი შეიძლება "ბარსელონაში" გადავიდეს.
As-ის ცნობით, "ბარსელონა" ფრენკი დე იონგის ნაცვლად "ვალენსიას" ნახევარმცველ კარლოს სოლერის შეძენას აპირებს.
გამოცემა ირწმუნება, რომ "ბარსელონა" 25 წლის სოლერს 20 მილიონ ევროდ შეიძენს და "ვალენსიასთან" და პირადად ფეხბურთელთან უკვე ყველაფერი შეთანხმებულია.
"ბარსას" მწვრთნელმა ხავიმ კლუბის დირექტორ მატეუ ალემანის ტრანსფერის განხორციელებაზე თანხმობა განუცხადა.
"ბარსელონაში" თვლიან, რომ დე იონგს ლიდერული თვისებები არ გააჩნია და 70 მილიონად გაყიდიან.
სოლერმა "ღამურებთან" 2023 წლამდე მოქმედი კონტრაქტი არ გაახანგრძლივა. "ბარსელონას" უნდოდა იქ
ამდე არ გაეფორმებინა ხელშეკრულება, მაგრამ საბოლოოდ მისი ამ ზაფხულს შეძენა გადაწყვიტა.
"ვალენსიამ" სოლერის თაობაზე "ბარსელონასთან" მიღწეული შეთანხმება უარყო. "ბარსელონას" წარმომადგენელმაც "მარკას" განუცხადა, რომ მოლაპარაკება არ გამართულა.
სოლერმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე "ვალენსიას" რიგებში 34 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ესპანეთის ნაკრებში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.