"ბარსელონას" საიტი იტყობინება, რომ ჟერარდ პიკეს მყესის პროგრესული დაზიანება გაურთულდა, რამაც მარცხენა ბარძაყის ტკივილები გამოიწვია და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.
35 წლის პიკე 1-ელ მაისს "მალიორკასთან" მატჩის (2:1) 28-ე წუთზე შესაცვლელი გახდა და "ბეტისთან", "სელტასთან", "ხეტაფესთან" და "ვილიარეალთან" შეხვედრების გამოტოვება მოუწევს.
მან მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა.