"ბარსამ" "რეალი" რაფინიას სუპერ გოლით დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს გამთენიისას, ლას ვეგასში, "ელ კლასიკო" შედგა. ამხანაგურ მატჩში "ბარსელონამ" "რეალი" 1:0 დაამარცხა.

მატჩი დაძაბული გამოდგა, უპირატესობას "ლურჯ-ბროწეულისფერები" ფლობდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს.

ეფექტური გოლი შემოგვთავაზა გუნდის ახალწვეულმა რაფინიამ, ბრაზილიელმა 27-ე წუთზე შორეული დარტყმით "ბარსა" დააწინაურა. აღნიშნულ დაპირისპირებაში შედგა რობერტ ლევანდოვსკის დებიუტიც, პოლონელი მეორე ტაიმის დასაწყისში ობამეიანგმა შეცვალა.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგაში პირველ შეხვედრას 13 აგვისტოს, "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ გამართავს, მადრიდის "რეალი" კი 15 აგვისტოს "ალმერიას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლეო მესის, როგორც უნამუსოდ მოექცა ეგ ახვარი ლაპორტა, მაგის მერე გინებაც ცოტაა მაგისთვის.
გია
24 ივლისი 2022 18:26
6
100%-ით მართალი ხარ! მესის მერე, ბარსა შემჯავრდა ჭირის დღესავეთ, განსაკუთრებით კიდევ უფრო, რაც ეს ლევანდოვსკი მოათრიეს.
გიას
24 ივლისი 2022 21:16
2
ქართველები ბარსას პრეზიდენტებს და მმართველებს რომ აკრიტიკებენ ხოლმე მაგრად ღიმილს მგვრის. ყველა რომ მაგრად ერკვევა თემებში!
სინამდვილე
24 ივლისი 2022 13:14
1
ბარსელონა ლალიგას მოიგებს წელს. ვფიქრობ ლიგაზეც გაიწევს
juve
24 ივლისი 2022 11:58
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული