"არ ვაგროვებთ ნაგავს" - "ატლეტიკოს" ფანები რონალდოს წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" გულშემატკივრებმა მათ გუნდში "მანჩესტერის" თავდამსხმელ რონალდოს შესაძლო ტრანსფერის გამო პროტესტი გამოთქვეს და ინტერნეტკამპანია წამოიწყეს.

"მირორის" ცნობით, "ატლეტიკოს" ფანები სოციალურ ქსელებში პორტუგალიელის წინააღმდეგ ჰეშტეგით #ContraCR7 გაერთიანდნენ.

ერთ-ერთმა ქომაგმა დაწერა: "ეს ჩემს "ატლეტიკოში" არ მოხდება. ჩვენ  ნაგავს არ ვაგროვებთ". მეორემ აღნიშნა: "ეს მხოლოდ "ატლეტიკოს" გულშემატკივრებს არ ეხებათ, ყველა კლუბის ფანებმა უნდა უარყონ რონალდო".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდოს, რომელიც "მანჩესტერთან" ერთად წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და "ატლეტიკოში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
რაც რონალდუს ატლეტიკოს ფანები გამწარებული ყავს განსაკუთრებით ჩ.ლ-ზე არ მიკვირს რომ ეზიზღებათ.მარტო რეალში და იუვეში ჰეთტრიკები რათა ღირს პლეიოფებში.
ასეა ეს
25 ივლისი 2022 23:48
0
რონალდუმ შეცდომა დაუშვა როცა რეალი დატოვა, ორწლიან კონტრაქტს სთავაზობდა პერესი შემდგომი მომატებით წლიდან-წლამდე, მაგრამ გარანტირებული 4 წლიანი მოინდომა. ეხლა ერთი ოქროს ბურთით მეტი ექნებოდა და ასე თავსაც არ გაიბანძებდა სხვადასხვა გუნდებთან ხვეწნით.
მამუკა
25 ივლისი 2022 18:44
0
მადლობაც სთქვით, მეგა ვარსკვლავი კრიშტიანო როლანდო, თქვენთან გადმოვიდეს!
რაც ათლეტიკოა, ისეთი ნაგავი ფანებიც ყოლიათ!
25 ივლისი 2022 11:35
4
საკუთარი კლუბის და თავის შეურაცჰყოფაა რონალდოზე რომ მაგას იტყვის კაცი.. მთელ ატლეტიკოზე მეტია ეს კაცი თავის კარიერით და ტიტულებით.. სამაგალითო სპორტსმენია და პატივის ცემას იმსახურებს
geo-geo
25 ივლისი 2022 09:49
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული