"კომერციული ურჩხული "ბარსელონა" და გონჯი ფეხბურთი" - დე იონგს თანამემამულე გამოექომაგა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი მეკარე რონალდ ვატერესი "ბარსელონას" ფრენკი დე იონგისადმი დამოკიდებულებით აღშფოთებულია.

"აღარ შემიძლია მოვისმინო სლოგანი "Més Que Un Club" (მეტია, ვიდრე კლუბი). "ბარსელონა" კომერციული ურჩხულია. ჩემს თვალში იმის სიმბოლიზირებას წარმოადგენს, რაც თანამედროვე ფეხბურთს ასეთ გონჯს ხდის.

ის, თუ როგორ აშანტაჟებენ ახლა ფრენკის, ყველაფერ ამის გასაკვირი მაგალითია. იმედია, ის თავისას გაიტანს და დარჩება.

ეს მოხდება, თუ უფრო შორს არ წავლენ და მის მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის შანსს არ დაანგრევენ. ასე რომ, "მანჩესტერში" გადასვლა უჯობდა", - ციტირებს ვატერესს კატალონიური "სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცუდად ექცევიან რას ქვია? გასაგებად და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ეუბნებიან, რომ კლუბს ახალი სახელფასო პოლიტიკა აქვს, დაიკელი ხელფასი და დარჩები, კლუბში ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს, არადა ყველაზე მაგარი არ არის, მითუმეტეს შარშანდელი სეზონი მაგრად ჩააგდო, გაცილებით მეტს ველოდი მისგან
***
08 აგვისტო 2022 15:23
1
რა ვიცი, უდისციპლინო დემბელემ თავზე დაა***ვა ბარსას, ლაპორტასაც, ჩავისაც და კი დატოვეს გუნდში, რომელიც მართლა, რომ გასაგდები იყო, მათი მასხრად აგდებისთვის. აქ დეიონგის ხელფასი კი არ არის მიზეზი, უბრალოდ გაშვება უნდათ, რომ სხვა ფეხბურთელი დაიმატონ. ლაპორტა ვერასოდეს გაძღება, ისეთი უძირო ფულის ტომარაა! ისე ფრენკის, რომ ვიყო როცა "თავმოყვარეობას გილახავენ" ასეთ გუნდს ხელი, უნდა დაუქნიო და თქვენი დედაც მიაძახო...
***-s
08 აგვისტო 2022 19:41
0
ფრენკის, რომ ძალიან ცუდად ექცევიან რად უნდა, ამას ბევრი ლაპარაკი? თუმცა რა უნდა გამიკვირდეს, როცა ორ უდიდეს ლეგენდას მოექცნენ უღირსად? რას ვიზავთ, ლაპორტას ხელწერაა!
?!
07 აგვისტო 2022 22:13
7

სიახლეები პოპულარული