"რეალი" ოსიმენის შეძენას შეეცდება

AutoSharing Option
El Nacional-ის ცნობით, "რეალი" ქარიმ ბენზემას შემცველელად ვიქტორ ოსიმენს განიხილავს და "ნაპოლის" ტრანსფერში 60 მილიონ ევროს შესთავაზებს.

გამოცემის მტკიცებით, "ნაპოლი" ოსიმენს 80 მილიონზე ნაკლებად არ შეელევა.

24 წლის ნიგერიელი "ნაპოლიში" "ლილიდან" 2020 წელს გადავიდა, კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი 19 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბემზემას "რეალთან" ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, თუმცა მასთან თანამშრომლობის ერთი სეზონით გაგრძელებას აპირებენ.