"ბარსელონამ" კაცნაკლული "სოსიედადი" ძლივს დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის მეოთხედფინალში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სოსიედადი" 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ, როდესაც კუბომ შორიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. მე-40 წუთზე მენდესი მოედნის ცენტრში ბუსკეტსს ეუხეშა, მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და ბასკური გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

შესვენების შემდეგ "ბარსამ" მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და დემბელემ რემიროს კარი დალაშქრა. საპასუხო შეტევისას ანგარიშის გათანაბრების შესანიშნავი შესაძლებლობა სიორლოტმა ვერ გამოიყენა, რომელმაც სამიოდ მეტრიდან ბურთი კარს ააცილა. კატალონიელები კვლავ
ფლობდნენ ინიციატივას და გავიმ ბურთი ხარიხას გაარტყა. ბოლოს სანსებასტიანელებს კიდევ ორი შანსი მიეცათ, მაგრამ ნავაროსა და ოლასაგასტის ტერ შტეგენმა არ გაატანინა და ხავის გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

შემდეგ მატჩს "ბარსელონა" ლა ლიგაზე ჩაატარებს - 28 იანვარს გასვლაზე "ჟირონას" დაუპირისპირდება.

"ბარსელონამ" ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა - ბოლო 12-დან კი 11 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 59 610 მაყურებელი

ბარსელონა - სოსიედადი 1:0
გოლი: დემბელე (52)
გაძევება: მენდესი (41)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან სანახაობრივი და სწრაფი თამაში გამოვიდა.მსაჯი დასაწყისში უარს ამბობდა ყვითელი ბარათების მოხმარებაზე და პირველი ტაიმის ბოლოს,უკვე თითქმის ჩეხვაზე რომ გადავიდნენ,მაშინღა,მაგრამ უკვე პირდაპირ წითელი ბარათი გამოიყენა.ბარსას დიდი უპირატესობა ჰქონდა,მრავალი საგოლე შანსიც,მაგრამ სტუმრებს 4 ისეთი მომენტი ჰქონდათ,რომ მათი გამოყენების შემთხვევაში და აქედან სამი მაინც,აუცილებლად გასატანი იყო,თავისუფლად შეიძლებოდა,ბარსას წაეგო!გაძევების შემდეგ,სოსიედადი,თითქოს უფრო შეიკრა და ორგანიზებულად ათამაშდა,ბარსელონას შეტევები კი,მართლაც ჩინებული სანახავი იყო.მესის ასე უნამუსოდ გაშვების შემდეგ,მათი ნახვაც კი აღარ მაინტერესებდა,მაგრამ ეს ბარსა,უკვე დიდებულად თამაშობს და ახალგაზრდობა,ბრწყინავს.
სოსო
26 იანვარი 2023 09:46
1
მეც ზუსტად მაგ აზრზე და განწყობაზე ვარ,გუნდის ძველი და ახლანდელი ხელმძღვანელობის მიმართ,არც უფრო მაგარი გამოთქმების გაგზავნა მენანება მათთვის,მაგრამ ფაქტია,რომ ახალგაზრდებისაგან,დიდებული გუნდი კეთდება და მათ არაფერი დაუშავებიათ,რომ ეს ბრაზი მათზეც გადავიტანო!ეს ყველაფერი,შესაძლოა გუნდის ხელმძღვანელებმა,სწორედ გუნდის გაახალგაზრდავებისათვის გააკეთეს,მაგრამ ყველაფერი ისე დამპლურად გააკეთეს რომ მაგათთვის მაგის პატიება,მეც შეუძლებელი მგონია.თან იმ იურისტმაც,ვირთხობა რომ დააბრალა,თვითონ მართლაც მესის მიერ კლუბისათვის გამომუშავებულ ფულებზე გაზულუქებულმა ვირთხამ.ვითომ მესი დაამცირა და სინამდვილეში,საკუთარი არარაობა გამოააშკარავა, ქვეყნის თვალწინ.
სოსოს-ს
26 იანვარი 2023 17:53
0
ახალგაზრდებთან ნამდვილად პრეტენზია არ მაქვს, მითუმეტეს მაგათ არაფერი დაუშავებიათ, პრეტენზია მაქვს გუნდის ხელმძღვანელობასთან და ყოფილ თანაგუნდელებთან, რომლებმაც ლაჩრობა გამოიჩინეს და მხარში არ ამოუდგნენ ლეოს. ნუ ლაპორტა, რომ გაიძვერა მამაძაღლია ფაქტი სახეზეა, მესის სახელი გამოიყენა არჩევნებზე ( მესი ვისაც დაუჭერდა მხარს, ხალხიც იმას აირჩევდა) და მერე არაკაცურად მოექცა ლეოს. მერე, ლეოს გაშვებით თუ გუნდის "გაახალგაზრდავება" უნდოდათ გაეშვათ: ალბა, ბუსკეცი ( პიკემ მიიღო "დამსახურებულად" რაც დაიმსახურა) მაგრამ პარადოქსი იცით რა არის? ფაქტიურად მესის ტოლი ლევანდოვსკი მოიყვანეს და და ასევე ასაკოვანი ფეხბურთელებიც, ესეიგი რა გამოდის? მესი უშლიდა ხელს, ბარსას წინსვლაში? არ ვიცი, ასეთი დონის ფეხბურთელის "გაშვებით" როგორიც მესია, ბარსამ ბევრი გულშემატკივარი დაკარგა! ეხლა გინდ მოიგონ, გინდაც მსოფლიოს გადაუარონ, ჩემთვის პირადად, ბარსა როგორც გუნდი, აღარ არსებობს.
სოსოს.
26 იანვარი 2023 20:43
0
ყველა გამოხმაურება
ლაპორტა და მთლიანად კატალონიაც, ლეოსთან მაგრად ჩაჭრილები არიან.
vaxo
26 იანვარი 2023 12:51
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული