ვინ გახდება გატუზოს წასვლის შემდეგ მამარდაშვილის ახალი მწვრთნელი - "ვალენსიას" რამდენიმე ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "ვალენსია" მთავარ მწვრთნელად სეზონის ბოლომდე ვოროს დატოვებას გეგმავს, რომელიც ჯენარო გატუზოს წასვლის შემდეგ დროებით დამრიგებლად დაინიშნა, თუმცა "ღამურებმა" მისი ხელმძღვანელობით ორიდან ორივე მატჩი დათმო. 

"მესტალიელთა" ბოსებს მთავარ კანდიდატად ზაფხულისთვის ნუნუ ესპირიტო სანტო ჰყავთ შეგულებული, რომელიც ახლა საუდის არაბეთის გუნდ "ალ-იტიჰადს" მოძღვრავს. 

"ვალენსიელთა" სიაშია გუნდის ყოფილი ფეხბურთელი რუბენ ბარახა, ასევე - ვისენტო მორენო, რომელიც ესპირიტოს მსგავსად ახლა საუდის არაბეთში მუშაობს.

მოგეხსენებათ, მამარდაშვილის "ვალენსია" საშინელ სეზონს ატარებს და გასავარდნ ზონას 1 ქულით არის მოშორებული, თუმცა გიორგი თავის
გუნდში საუკეთესოა და სულ მაღალ შეფასებას იღებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გეგუჩაძე წაიყვანეთ...გემუდარებით)))
გიუშა
10 თებერვალი 2023 16:49
5
ბორდალასი დააბრუნონ, თუ დაბრუნდება ეგ იქნება ყველაზე ჭკვიანური.
rrr
10 თებერვალი 2023 16:36
0
საერთოდ რატომ გაუშვეს ვერ ვხვდები.
ტორპედოელი
11 თებერვალი 2023 17:58
0
მამარდაშვილის მომავალი ალბათ ვალენსიას აღარ დაუკავშირდება. ასეთი სერიოზული ვარდნა და კრიზისი ძალიან რთული ამოსაქაჩია და ალბათ მამარდას გაასხვისებენ.
ვალენსიას კი ლა ლიგაში დარჩენას ვუსურვებ.
P.S. ძველი დროიდან ვგულშემატკივრობ ამ გუნდს!
G.A.L.
10 თებერვალი 2023 16:02
0
ვინ გახდება მწვრთნელი ვალენსიაში უკვე აღარ არის საინტერესო. სად გადავა მამარდაშვილი სეზონის ბოლოს, ეს არის საინტერესო.
G.LA
10 თებერვალი 2023 14:15
1

სიახლეები პოპულარული