"ბარსელონამ" საოცარი კლასიკო მოიგო და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 26-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „რეალი“ 2:1 დაამარცხა.

„ბარსამ“ „ბლანკოსს“ ყველა ტურნირზე ზედიზედ მესამედ სძლია და ჩემპიონობას მიუახლოვდა.

მეცხრე წუთზე ვინისიუსის ჩაწოდებული ბურთი არაუხომ საკუთარ კარში ჩაჭრა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. ეს XXI საუკუნეში კლასიკოში პირველი ავტოგოლია. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სერხი რობერტომ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში მართლაც თვალსასეირო თამაში წავიდა, ორმხრივი შეტევებით. მე-80 წუთზე ასენსიომ ტერ შტეგენის კარი დალაშქრა, მაგრამ VAR-მა გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალა, კომპენსირებულ დროში კი კესიემ გამარჯვება „ბარსას“ მოუპოვა. ეს პრიმერაზე მისი პირველი
გოლია და თანაც, როგორი მნიშვნელოვანი.

ასე და ამგვარად, კატალონიურმა გუნდმა „რეალი“ 12 ქულით ჩამოიტოვა და 1-ელ აპრილს გასვლაზე „ელჩეს“ დაუპირისპირდება, ხოლო „რეალი“ 2 აპრილს „ვალიადოლიდს“ უმასპინძლებს.

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 95 745 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 2:1
გოლები: 0:1 არაუხო (9, საკ. კარში), 1:1 სერხი რობერტო (45), 2:1 კესიე (90+2)

მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველი როგორ არის, სულ ახლახანს კოპას ნახევარფინალში კესის დარტყმული მენდიეტამ საკუთარ კარში გაიტანა.ორი კვირა გავიდა სულ.
ვინისიუსის ჩაწოდებული ბურთი არაუხომ საკუთარ კარში ჩაჭრა და „სამეფო გუნდი“ დაწინაურდა. ეს XXI საუკუნეში კლასიკოში პირველი ავტოგოლია.
20 მარტი 2023 21:45
1
ზედიზედ ორჯერ რო კესი მოგიგებს მართლა სირცხვილია.
რეალის ფანი
20 მარტი 2023 03:02
3
კესი რო გვყავს თორემ ჩემპიონთა ლიგას ვინ ჩივის, უეფაზეც ვერ ვითამაშებდით :)
ბარსას ფანი
20 მარტი 2023 11:59
0
მსოფლიოში ყველა გუნდს ეშინია რეალის. რეალს ბარსასი. ჩვენი ბულკები
მინდია
20 მარტი 2023 02:35
7
ერთი რეალია თქვენი ბულკი და მეორე აინტრახტი :):):) რაც მოსაგებია იმას ვერ იგებთ (მოგება კიარა ვერც თამაშობთ იქ) და ლალილგა გქონდეთ რამდენიც გინდათ :)
ზურა
20 მარტი 2023 12:01
3
რეალი ფანების კომენტარები. რეალს რო უნდოდეს ლა ლიგა მოუგებდა ბარსას, რეალს კოპა დელ რეი არ აინტერესებს, რეალს სუპერ თასის მოგება არ უნდოდა, მბაპეს რო ტრამვა არ ქონოდა გავხევდით ბარსას. დ.დ.
რეალი ბარსას ბულკია!!!
20 მარტი 2023 02:28
3
თქვენც ხო ლიგის მოგება არ გინდათ თორემ მიაყოლებდით რა ზედიზედ :):):)
ბარსას ფანი
20 მარტი 2023 12:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული