"ბარსელონა" ოცდამეშვიდედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი

AutoSharing Option
ლა ლიგის 34-ე ტურში „ბარსელონამ“ „ესპანიოლი“ 4:2 დაამარცხა და ბოლო ოთხ წელიწადში პირველად, ისტორიაში კი ოცდამეშვიდედ გახდა ჩემპიონი.

. ხავიმ მწვრთნელის რანგში პირველად მოიგო პრიმერა.
. ლევანდოვსკი მეთორმეტედ გახდა ჩემპიონი - აქამდე ათჯერ ბუნდესლიგა მოიგო (რვაჯერ ბაიერნში და ორჯერ დორტმუნდში), ერთხელ კი პოლონეთის ექსტრაკლასა.
. ბუსკეტსი 32-ე ტიტულს დაეუფლა, ინიესტას დაეწია და მხოლოდ მესის ჩამორჩება (35).

20 მაისს „ბარსა“ ჩემპიონის რანგში „სოსიედადს“ უმასპინძლებს.

კორნელა დე ლობრეგატი. „RCDE სტედიუმი“. 27 360 მაყურებელი
ესპანიოლი - ბარსელონა 2:4
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (11), 0:2 ბალდე (20),
0:3 ლევანდოვსკი (40), 0:4 კუნდე (53), 1:4 პუადო (73), 2:4 ხოსელუ (90+2)

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბედის დაცინვა არ არის? ვინ ზეიმობენ (ლევანდოვსკები) და ლეო არ უნდა იყოს მანდ?!!!
ფუ!
14:21 15-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული