კინაღამ ტრაგედია დატრიალდა - "ბარსელონას" ფეხბურთელებმა თავს მოედნიდან გაქცევით უშველეს

AutoSharing Option
სძლია რა გასვლაზე "ესპანიოლს" 4:2 "ბარსელონა" ოთხი ტურით ადრე გახდა ესპანეთის ჩემპიონი და მოედნის ცენტრში ფეხბურთელებმა ზეიმი დაიწყეს, რამაც მასპინძელი გუნდის ფანები გააგიჟა. ისინი მოედანზე გადავიდნენ და "ბარსას" მოთამაშეებს ანგარიშის გასასწორებლად დაედევნენ.

"ბარსელონას" ფეხბურთელებმა თავს გაქცევით უშველეს, მათ კი საფრთხისგან თავის დაღწევაში სტადიონის უსაფრთხოების თანამშრომლები და პოლიციელები დაეხმარენ. "ესპანიოლის" გულშემატკივრები მათ სხვადასხვა საგნებსა და სკამებს ესროდნენ.

Sportall.Ge

თუმცა, "ბარსამ" ზეიმი გასახდელში გააგრძელა, სადაც კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა შამპანურით გაწუწეს, რომელსაც ეს ნაკლებად ადარდებდა, ყველასთან ერთად ხტუნაობდა და ყველას ეხვეოდა.

"ესპანიოლი" 31
ქულით ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა და სეგუნდაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დგას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
კატალონიელი მშიშრები, ისე გარბიან როგორც კურდღლები!
გური
14:19 15-05-2023
19
სანამ არ დაწესდება,რომ მაყურებლების გამო კლუბზე დაკისრებული ჯარიმა,კონკრეტულ დამნაშავეებზე( თუ მათი დადგენა შესაძლებელია) არ გადანაწილდება,სულ ასე მოხდება.კლუბებს,დღევანდელი ვიდეოტექნიკა, ამის საშუალებას მისცემს.მერე ბევრი დაფიქრდება,სანამ ძალადობას გაბედავს.
სოსო
12:54 15-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული