მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში "რეალი" 0:4 დამარცხდა, მადრიდელთა რიგებში მეკარე ტიბო კურტუა საუკეთესო იყო. "მარკა" იტყობინება, რომ ბელგიელი დაშავებული იყო, მაინც ითამაშა და შესაძლოა, ლა ლიგაზე 21 მაისს "ვალენსიასთან" შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
გამოცემის ცნობით, კურტუამ "ხეტაფესთან" მატჩისას მხრის სამთავა კუნთის ტრავმა მიიღო, "სიტისთან" შეხვედრის შესვენებაზე ჰკითხეს, შეეძლო თუ არა თამაშის გაგრძელება, დადებითი პასუხი გასცა, ახლა კი დასვენებას საჭიროებს.
სავარაუდოდ ტიბოს უკრაინელი ანდრეი ლუნინი შეცვლის.
"რეალი" პრიმერაზე მეორე ადგილზეა, ხოლო გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" მეთოთხმეტეზე და
გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.