ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონას" შემტევი ფერან ტორესი ლუის ენრიკეს ქალიშვილს სირა მარტინესს დაშორდა.
ამ გადაწყვეტილების ინიციატორი გოგონა აღმოჩნდა. წყვილი ერთად 2021 წლიდან მოყოლებული იყო და პრესაში დაიწერა, რომ 2022 წელს ფეხბურთელი "სიტიდან" "ბლაუგრანაში" სწორედ მარტინესის გამო გადავიდა.
ახლა კატალონიელებს ტორესის გაყიდვა სურთ და დიდი ალბათობით, ის ზაფხულში ნავთსაყუდელს შეიცვლის.