როგორ შეუძლია გამოიყენოს ენრიკემ კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი - რას წერს იტალიური პრესა "ნაპოლის" მწვრთნელობის მთავარ კანდიდატზე

AutoSharing Option
დღე არ გავა იტალიურ პრესაში "ნაპოლის" ახალ შესაძლო მწვრთნელზე და ლუჩიანო სპალეტის დარჩენა-წასვლის ამბავზე ახალი ინფორმაცია არ გავრცელდეს.

ბოლო ცნობებით, ტოსკანელი "პარტენოპეიდან" მიდის, გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს კი პრიორიტეტად ლუის ენრიკე ჰყავს დასახული და ყველაფერს იზავს, რათა "ფურია როხას" ყოფილი თავკაცი დაითანხმოს.

იტალიური პრესა უფრო შორსაც წავიდა და იმის შესახებ დაწერა, როგორ გაიზრდება კვარაცხელიას როლი ესპანელი სპეციალისტის დანიშვნის შემთხვევაში. Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ სტატიაში ვკითხულობთ:

"გამომდინარე იქიდან რომ ენრიკეს ყოველთვის სურს ბურთის კონტროლი, ის ფეხით კარგად თამაშს მოითხოვს მისი
მცველებისგან. დაწყებული მეკარითა და ცენტრალური მცველებით, რომლებიდანაც იწყება შეტევა.

სპალეტის დაწყებული დიდებული საქმე მას ძალიან დაეხმარება. ასევე, "ნაპოლის" მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფულ ბეკები ჰყავს, რომელთაც შეუძლიათ წარმატებით ითამაშონ მოედნის სხვადასხვა პოზიციაზე.


4-3-3 სქემით ვინგერების გამოყენების ძალიან ფართო შესაძლებლობები არსებობს, ასევე დიდი შესაძლებლობებია გაწელოს დაცვის ფლანგები და დაეხმაროს ნახევრმცველებს და თავდამსხმელებს.

ზუსტად ამის გათვალისწინებით, ლუის ენრიკეს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს კვარაცხელიას უზარმაზარი პოტენციალი, ქართველმა იცის როგორ მოახდინოს თამაშზე ზეგავლენა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე", - წერს გამოცემა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
პირველი დიდი მწვრთნელი იყო ენრიკე, ვის წინააღმდეგაც კვარამ საოცარი თამაში ჩაატარა და ესპანეთის ნაკრებთან მისი თამაშის გამო მოგებას ვიმსახურებდით.
ენრიკემ მაშინ საქებარი სიტყვები არ დაიშურა კვარაზე.
ვნახოთ რაიქნება, წლევანდელი გიჟური და სასწაული სეზონი რომ გაიმეორონ აღარ მგონია მაგრამ მაინც კარგის იმედი მაქ
0
ეტყობა მაგრად ერკვევი ფეხბურთში.რობენი და რიბერი ვარსკვლავები იყვნენ,ხვიჩას როგორ ადარებ.
ვა რა დონეა
22:20 28-05-2023
33

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული