22 წლის ფეხბურთელმა კოსტა რიკის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, თუმცა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა მხრივაც მიიქცია ყურადღება.
საქმე ისაა, რომ ტორესის შეყვარებული "ფურია როხას" თავკაცის, ლუის ენრიკეს ქალიშვილი სირა მარტინესია.
მუნდიალის დაწყებამდე ენრიკეს გულშემატკივრებმა ჰკითხეს, გუნდში შენი ფავორიტი ვინ არისო, რაზეც მან ხუმრობით მიუგო, ფერანს ავირჩევ, რადგან სხვა რამ რომ ვთქვა, ჩემი ქალიშვილი მომკლავსო...
სირა, თავისი შეყვარებულის მსგავსად, 22 წლის გახლავთ. მათ ერთმანეთი 2020 წელს
გოგონას ბავშვობიდან უყვარდა საცხენოსნო სპორტი და რეგულარულად მონაწილეობს ესპანურ და საერთაშორისო შეჯიბრებებში. სირა ბარსელონას სამეფო კლუბის, "პოლოს" წევრია.
ფერანი ხშირად ესწრება ღონისძიებებს, რომლებშიც სირა ასპარეზობს და გოგონა, რა თქმა უნდა, "კამპ ნოუს" ხშირი სტუმარია. ინფორმაციისთვის, ენრიკეს ქალიშვილი ახლა კატარშია და ალბათ, მიხვდებით, ვის გაუხარდა ყველაზე მეტად ტორესის დუბლი...