"ვალენსია" კლუივერტმა დატოვა, კავანიც წავა და მუსას გაყიდიან

AutoSharing Option
"ვალენსია", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს, ერთმა ფეხბურთელმა დატოვა და კიდევ ორი მალე გამოემშვიდობება.

თავდამსხმელი ჯასტინ კლუივერტი, რომელიც "ღამურებში" იჯარით იმყოფებოდა, "რომამ" "ბორნმუთს" 12 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

"ვალენსია" ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუწყვეტს კონტრაქტს 36 წლის ფორვარდ ედინსონ კავანის. ურუგვაელი, ალბათ, "ადანა დემირსპორში" გადავა.

20 წლის ნახევარმცველ იუნუს მუსათი "მილანი" დაინტერესდა და "ვალენსია" მზადაა 20 მილიონად დაემშვიდობოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
და ამ დროს მამარდას აგენტი რას აკეთებს?! სანამ მართლაც არ გავარდება ვალენსია, იქამდე უნდა გიორგი მაგ გუნდში ჩაალპოს?
fani
01:50 29-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული