მთავარი მოქმედი პირი მსაჯი იყო - "ბარსელონას" ქულით დაკმაყოფილება მოუწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველ ტურში „ბარსელონა“ „ხეტაფესთან“ ფრეს დასჯერდა - 0:0. აღსანიშნავია, რომ "ბარსამ" ამ გუნდთან გასვლაზე ზედიზედ ოთხ წელიწადში ვერ შეძლო გოლის გატანა.

მსაჯმა სესარ სოტო გრადომ პირველ ტაიმში სტუმართა გუნდის თავდამსხმელი რაფინია გააძევა, მეორეში - მასპინძელთა ფორვარდი ხაიმე მატა, შემდეგ კი - „ბარსელონას“ მწვრთნელი ხავიც. თამაში დიდად სანახაობრივი არ გამოდგა, კატალონიური გუნდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ დამაჯერებელი ვერ იყო. 90+9-ე წუთზე საჯარიმოში არაუხო წააქციეს, მომენტის განხილვას კარგა ხანი მოუნდნენ, ბოლოს არბიტრმა ვიდეოგამეორება ნახა,
დაასკვნა, რომ იქამდე ბურთი ხელზე გავის მოხვდა, პენალტი არ დანიშნა და 90+16 წუთზე შეხვედრა ფრედ დასრულდა.

20 აგვისტოს „ბარსელონა“ „კადისს“ უმასპინძლებს.

ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 13 410 მაყურებელი
ხეტაფე - ბარსელონა 0:0
გაძევება: რაფინია (42, ბარსელონა), მატა (57, ხეტაფე)

მკითხველის კომენტარები / 2 /
არადამიანებმა 4600 ლარი ამომაცალეს ჯიბიდან :-/ მეტის ღირსი ვარ, მარა ხო შეიძლებოდა ფულიც მქონოდა და ისე ვყოფილიყავი მეტის ღირსი:-/
ნაძირლები
15:05 14-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული